ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ


ავტორი
Front News საქართველო
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა მიმდინარეობს.
თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი აღასრულა.
ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი ახლა საზეიმო ლოცვითი მსვლელობით მიემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მსვლელობაში მონაწილეობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
თაგები:
17 მაისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს