
ავტორი
Front News საქართველო
"ოკუპანტები მკვლელებს აჯილდოვებენ, თუ ქართველს ვინმეს მოკლავენ"- აღნიშნულის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"38 წლის გახდებოდა დღეს აჩიკო, ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღე, ყოველთვის აღნიშნავდა. ცოცხალიც კი გმირი იყო ჩემი შვილი. ნამდვილად არ მაქვს მკვლელების დასჯის იმედი, იმიტომ რომ ის, ვინც დააკავა, იმის შემდეგ დააწინაურეს და ცხინვალში გადაიყვანეს, აბა როგორ დასჯიან იმას? პირიქით, აჯილდოვებენ ამის გულისთვის. ოკუპანტები მკვლელებს აჯილდოვებენ, თუ ქართველს ვინმეს მოკლავენ", – განაცხადა ტატუნაშვილის დედამ.
არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა. ის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. ციხეში წამებით მოკლეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს