ოკუპანტები ზარდიანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. უკანონო სამუშაოები კვლავ გრძელდება ზარდიანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს აახლებენ და ამყარებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
თაგები:
ოკუპანტები




