ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი “გრადებით” დაბომბეს – დაიღუპა 11 და დაშავდა 13 ადამიანი

ავტორი
Front News საქართველო
დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე მტრის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
“ტრაგიკული ღამე… ნიკოპოლის რაიონში რუსულმა არმიამ 11 ადამიანი მოკლა, 13 დაიჭრა. მტერმა ორჯერ ესროლა ტერიტორიას “გრადებიდან”. ოკუპანტებმა 80 რაკეტა გაუშვეს საცხოვრებელ უბნებზე, განზრახ და მოღალატეობით, როცა ხალხს ეძინა“, – განაცხადა რეზნიჩენკომ.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში 20-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, საერთო საცხოვრებელი, კულტურის სასახლე, ორი სკოლა, საკრებულოს შენობა და კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზი და რამდენიმე ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
თაგები:
უკრაინა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


