ოკუპაციის 100 წელი – ზუგდიდში გამართულ გამოფენას სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოების გამოფენა სახელწოდებით "საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი", "აფხაზეთი დღეს", "მუჰაჯირობა", ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.
ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია, ასევე მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
გამოფენის დასასრულს, ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს