ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ სოხუმში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. არსებული ინფორმაციით, პერიოდულად სროლის ხმაც ისმის.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს და ე.წ. უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც შეკრებილებმა ე.წ. პარლამენტში შესვლა სცადეს.
აქციის მონაწილეები დე ფაქტო ხელისუფლებას და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში ადანაშაულებენ.
შეკრებილებს ბჟანიასთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მან უარი განაცხადა.
ოკუპირებულ რეგიონში აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ ორგანიზებით იმართება.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა