ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ასმათ თავაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ასმათ თავაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მას ბრალის დამძიმების მიზნით ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.
“ის ცხოვრობდა სამტრედიაში და ხშირად გადადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთში. დაჭერის მიზეზი იყო, რომ მას თან ჰქონდა საქართველოს დროშა, თუმცა ბრალი დაუმძიმეს და ჩაუდეს ნარკოტიკი. ეს არ არის ახალი, ჩვენ გვახსოვს, ირაკლი ბებუას ამბავი, რომელმაც აფხაზური დროშა დაწვა, შემდეგ კი ბრალის დამძიმების მიზნით, იარაღი ჩაუდეს. ასე რომ, ეს აფხაზეთში მიღებული ამბავია. ადვოკატის აყვანის უფლებას მას რა თქმა უნდა, არ მისცემენ და მას ეყოლება იქაური ადვოკატი, როგორც ყველა გატაცებულ ქართველს, ამიტომ შანსი იმის, რომ იმ ადვოკატმა რამე მის სასარგებლოდ გააკეთოს, არის ძალიან მცირე“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა.
თაგები:
აფხაზეთი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს