ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული “ამნისტია” ირაკლი ბებუას არ შეეხება


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული “ამნისტიის აქტი” ორ თვეში ამოქმედდება.
როგორც “ეხო კავკაზას” “დეპუტატმა” დაუთ ხუტაბამ განუცხადა, ამნისტია ოთხ ვეტერანზე გავრცელდება და ის ირაკლი ბებუას არ შეეხება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 28 სექტემბერს მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება “ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ”.
გადაწყვეტილების მიხედვით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. ასევე, გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობა მისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები და ა.შ.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება – ქრისტინე თაკალანძე და ირაკლი ბებუა, რომელიც სასჯელს აფხაზეთის დროშის დაწვისთვის იხდის.
თაგები:
ირაკლი ბებუა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა