ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე ბესლან ბერულავას თავმჯდომარეობით გამოაცხადა საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს “ჯაშუშობის“ ბრალდებით, თავისუფლების 10 წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდით.
“განაჩენის” გასაჩივრება 15 სამუშაო დღის ვადაშია შესაძლებელი.
1988 წელს ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, თაკალანძე “მიზანმიმართულად მოქმედებდა უცხოური დაზვერვის დავალებით, საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესებით ნაკარნახევი მოტივით, ეწეოდა დანაშაულებრივი განზრახვების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავდა მოპოვებას, შეგროვებას და საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო, სამხედრო და კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გადაცემას”.
ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ “სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით” 2022 წლის 25 ივლისს აღძრეს.
თაგები:
აფხაზეთი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა