ოკუპირებულ გაგრაში ადგილობრივებმა რუსი ტურისტი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ გაგრაში ადგილობრივების ცემის შედეგად რუსი ტურისტი გარდაიცვალა.
რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
საქმეში ჩართულია ე.წ. უშიშროების სამსახური, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.
არსებული ინფორმაციით, რუსმა ტურისტმა ადგილობრივებს ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოკლული მეგობრებთან ერთად იყო, თუმცა ჩხუბის დროს ის მარტო დატოვეს.
ცემის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა