“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციას”
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო.
„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას. მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ვთქვით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა პროცედურა, რასაც ეს ადამიანები გაივლიან. დამატებითი სქემა, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, იქნება იგივე, რაც ქვეყანაში გვაქვს, ვაქცინას მიიღებს ყველა ექიმი და რისკჯგუფში მყოფი პირი, რაც განსაზღვრულია კოვიდ-ვაქცინაციის საბჭოს მიერ.
უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა და სურვილის შემთხვევაში, ისინი გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ ვაქცინაციას.
დაახლოებით ვიცით სამედიცინო პირთა რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და ჩვენ მათთვის გამოვყავით ვაქცინის საჭირო რაოდენობა, დაახლოებით 500-მდე დოზა იქნება სამედიცინო პერსონალისთვის. პენსიონერებთან მიმართებაშიც საბჭოს აქვს ხედვა დოზებთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან ამ პროცედურაში მათი რეგისტრაციის ვალდებულება არ გვაქვს ჩადებული და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების ვაქცინას, დოზების შეზღუდვას, არ მივმართავთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


