Logo

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

საზოგადოება
593
Frontnews image description

პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო.
 
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით,  კანონპროექტის მიზანია უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამის არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს მოქმედ სკოლებში.

მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გამოთქმული მოსაზრებები კანონპროექტში გათვალისწინებული და ასახულია.

დეპუტატებმა კანონპროექტი შეაფასეს, როგორც უმნიშვნელოვანესი  დოკუმენტი და მადლობა გადაუხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივაზე აქტიური მუშაობისთვის.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები