ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის: მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი დიმიტრი ტასოევი, ე.წ. დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრე პლიევი.
საოკუპაცო რეჟიმმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთში 76 „საარჩევნო უბანი“ გახსნა.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 32 000 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ე.წ. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. დამკვირვებლები რუსეთიდან, ავსტრიიდან, ვენესუელიდან, სირიიდან, ნიკარაგუდან, იტალიიდან და თურქეთიდან ჩავლენ.
დღევანდელი “არჩევნების” შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა