ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტიდან” უკან გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი, რომელიც ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში აპარტამენტების და აპარტოტელების მასობრივ მშენებლობას ითვალისწინებდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი და აქციები მოჰყვა.
“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა.
“პარლამენტის” პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად”.
თაგები:
აფხაზეთი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა