ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის “განკარგულებას” ხელი მოაწერა


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის “განკარგულებას”, რომლის თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.
“განკარგულების” თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.
ბჟანიამ “მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციებს დაავალა, უზრუნველყონ გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრული განხორციელება”.
თაგები:
ასლან ბჟანია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს