Logo

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო ზაზა გახელაძის “განაჩენს” სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

საზოგადოება
1354
Frontnews image description

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს გაიმართება. სახაზინო ადვოკატი განაჩენს ელოდება. 

გახელაძის მეუღლის ირმა ბუთხუზის თქმით, დაცვის მხარეს პროცესის ბრალდებულის სასარგებლოდ დასრულების იმედი აქვს. 

"იმედს არ ვკარგავთ, რომ ჩვენდა სასიკეთოდ დამთავრდება ყველაფერი. ადვოკატსაც აქვს იმედები, რომ უკვე პირელივე სხდომიდან შეიცვალა გარემოებები. ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს ზაზასი და რუსების ნაამბობიდან. ხელჩასაჭიდია, რომ რუსებმა აღიარეს ზაზას განზრახ რომ არ უსვრია", – ამბობს ირმა ბუთხუზი. 

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

თაგები:

Advertisement