Logo

ოლაფ შოლცი – აბსოლუტურად არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს გაზის ემბარგო

მსოფლიო
993
Frontnews image description

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ რუსულ გაზზე ემბარგო უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

 

მისი აზრით, ემბარგო სერიოზულად შეამცირებს ევროპის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ომის შემდგომი აღდგენისთვის.

 

“მე აბსოლუტურად არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს გაზის ემბარგო. პუტინი რომ ყოფილიყო ღია ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ის არ დაიწყებდა ამ გიჟურ ომს“, – აღნიშნა შოლცმა.

 

მისივე თქმით, გერმანიის ხელისუფლებას სურს თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა და ქარხნები, რომლებიც აღარასდროს გაიხსნება.

 

“ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის და ასევე სერიოზულად იმოქმედებს უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსებაზე. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია”, – განაცხადა კანცლერმა.

Advertisement