ოლაფ შოლცი – ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია იყო და არის საქართველოსა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი.
“ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და მხარს ვუჭერდით ყოველთვის იმას, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და წარმატებით მივაღწიეთ ამას. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით, არის ძალიან გრძელი კატალოგი იმის, რაც გასაკეთებელია ჯერ კიდევ. იცით თქვენ ეს კრიტერიუმები, ცნობილია ის თქვენთვის და ეს საჭიროა სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები, საკითხები, რომლებიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება, ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიყვეს საქართველო ევროპის და ევროკავშირის მასშტაბს, აქვე შედის ინსტიტუციონალური რეფორმები, სამართლებრივი სახელმწიფოს რეფორმები, დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე და იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც საჭიროა ამისთვის“, – განაცხადა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა.
თაგები:
ოლაფ შოლცი

მამუკა მდინარაძე – ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება

ოლაფ შოლცი – სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე