
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის, – , ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული.
“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული.
გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში , ამის გაფართოებაც შეიძლება, აქ ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის – ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და აი, ამაზე ჩვენ გვქონდა დღეს ლაპარაკი“, – განაცხადა შოლცმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს