ოლაფ შოლცი – უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის მზად უნდა ვიყოთ


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფრასტრუქტურის განადგურებას.
“რუსეთის თვალსაჩინო და მზარდი წარუმატებლობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ესკალაციისთვის“, – განაცხადა შოლცმა ბერლინში გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
მისივე თქმით, ჩინეთში მისი ბოლო ვიზიტი ღირდა იმად, რომ ორ ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ერთობლივი პოზიცია დაეფიქსირებინა.
შოლცის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა გაკვეთილი, რის ფონზეც გერმანიის შეიარაღებული თავდაცვითი მარაგების გასაზრდელად 100 მილიარდი ევრო გამოიყო.
თაგები:
ოლაფ შოლცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს