ოლენა ზელენსკა – რუსმა ტერორისტებმა “სამუშაო კვირა” მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყეს, მაგრამ ჩვენ მყარად ვდგავართ


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ტერორისტებმა თავიანთი “სამუშაო კვირა” უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყეს, მაგრამ ჩვენ მყარად ვდგავართ, – ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა “ტვიტერზე” წერს.
“დილა მშვიდობისა, ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს, სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად, ფანრით და დენის ბანკით ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ როდის აღდგება ელექტროენერგია.
რუსმა ტერორისტებმა თავიანთი “სამუშაო კვირა” უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყეს, მაგრამ ჩვენ მყარად ვდგავართ. ჩვენ ვოცნებობთ, რომ ევროპაში ყველა ადამიანმა დილა სითბოთი და უსაფრთხოებით დაიწყოს”, – წერს ზელენსკა.
რუსმა ოკუპანტებმა დღეს უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინელმა დამცველებმა 44 ჩამოაგდეს.
თაგები:
ოლენა ზელენსკა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს