ოლენივკას ციხეზე თავდასხმას სულ მცირე 53 პატიმარი ემსხვერპლა, მათ შორის “აზოვის” მცველებიც არიან


ავტორი
Front News საქართველო
რუსული მედიის ცნობით, დონეცკის რეგიონში ოლენივკას ციხეზე თავდასხმას სულ მცირე 53 პატიმარი ემსხვერპლა, მათ შორის “აზოვის” მცველებიც არიან.
კრემლის პროპაგანდისტების თქმით, დაჭრილია 130-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართულად მიიტანეს იერიში ოლენივკას იზოლატორზე, სადაც უკრაინელი სამხედროები ტყვედ ჰყავთ.
“რუსმა ოკუპანტებმა მიაღწიეს მათ კრიმინალურ მიზნებს – დაადანაშაულონ უკრაინა ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულოს უკრაინა ისევე როგორც დამალოს ტყვეების ჭამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო ძალების სახმელეთო სარდლობის ცნობით, ოლენივკას დასახლების ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სარაკეტო და საარტილერიო იერიში არ მიუტანია“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
წყარო დაზვერვიდან უკრაინულ მედიასთან უკრაინელი ტყვეების გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.
“სამწუხაროდ, ეს მართალია. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ყაზარმებს, სადაც რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს რამდენიმე პატიმარი”, – აღნიშნა დაზვერვის წარმომადგენელმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს