
ავტორი
Front News საქართველო
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ნიკა მელიასთან საპატიმროში შეხვედრის შემდეგ, რუსთავის ციხესთან შტაბის გახსნის იდეას აჟღერებს, ეს იმ შემთხვევაში თუ ენმ-ის თავმჯდომარეს ციხიდან დროულად არ გაათავისუფლებენ.
"ბიძინა ივანიშვილის ამოცანა, რომ ნიკა მელია იმყოფება დღეს აქ, იყო ის, რომ მისი იზოლაცია მომხდარიყო პოლიტიკისგან. ოლიგარქის მიზანია, ნიკა მელია პოლიტიკიდან გარიყოს, მაგრამ ნიკამ გადაწყვეტილება მიიღო და აქტიურად არის პროცესებში ჩართული, მას აქვს თავისი კონკრეტული გეგმა უახლოესი პოლიტიკური ამოცანების დასაძლევად, ის წარსულზე არ ფიქრობს, მომავალზე ფიქრობს.
თუ ივანიშვილი მალე არ გაათავისუფლებს ნიკა მელიას, მას შევხვდებით არა მის კაბინეტში, შევხვდებით ციხეში. ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებისთვის რეფერენდუმად უნდა იქცეს და ასეც იქნება. ნიკა მელიამ ყურადღება გაამახვილა და ის ამისთვის მუშაობას აპირებს ოპოზიციის ერთიანობის შესანარჩუნებლად" – განაცხადა ქარდავამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს