ოლივერ ვარჰეი – ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს!


ავტორი
Front News საქართველო
მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე” ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს.
“ყოველთვის მახარებს, როცა ჩვენი გეგმების ხორცშესხმას ვხედავ! ევროპის €17 მილიარდიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა დღეს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ. ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის. ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს!”- აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი – საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ოლივერ ვარჰეი – შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ დასკვნის მომზადება დაიწყო

ოლივერ ვარჰეი – გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი