ოლივერ ვარჰეი – გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოს სხდომის გამართვას გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცენ.
“ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირისა და საქართველოს საერთო დღის წესრიგის პრიორიტეტები განვიხილეთ. ამ რთულ დროს გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”,- წერს ოლივერ ვარჰეი.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი – საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ბორელი – ევროკავშირის კარი ღიაა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე

ირაკლი ღარიბაშვილი – ვიმედოვნებთ, წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება