ოლივერ ვარჰეი – როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს, ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სთავაზობს, მათ მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად.
“თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონი. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწევრიანების კრიტერიუმები.არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები, ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით. ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, ექნება წვდომა შეზღუდვების გარეშე მედიაზე, რომელიც აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი. ჩვენ, ევროკავშირი არ ავარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი, იმიტომ, რომ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყო განსაზღვრული. არავის უნდა ჰქოდნეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე, თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს. ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწეილია ამ პრიორიტეტებში”,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი – ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს

დებატები საქართველოს შრომითი ბაზრის რეფორმის შესახებ, როდესაც რეფორმა აღარ გულისხმობს დერეგულირებას

ირაკლი კობახიძე – არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა