ოლივიე კურტო - გვსურს, რომ საქართველო კიდევ უფრო პროაქტიური იყოს ამ ძალისხმევაში, როგორც ამას ჩვენც ვცდილობთ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხედავთ ნავთობისგან მიღებული საგადასახადო შემოსავლების კლებას და ეს ძალისხმევა მხოლოდ მაშინ არის პროდუქტიული, თუ ის სისტემატური და გრძელვადიანია, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება რუსეთის ომის მანქანის დასუსტება.
"ჩვენ ვხედავთ ნავთობისგან მიღებული საგადასახადო შემოსავლების კლებას და ეს ძალისხმევა მხოლოდ მაშინ არის პროდუქტიული, თუ ის სისტემატური და გრძელვადიანია. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია რუსეთის ომის მანქანის დასუსტება და საქართველო, ცხადია, ამ ძალისხმევის ნაწილია და ჩვენ აბსოლუტურად გვსურს, რომ საქართველო კიდევ უფრო პროაქტიური იყოს ამ ძალისხმევაში, როგორც ამას ჩვენც ვცდილობთ. ეს კოლექტიური ძალისხმევაა. საქმე არ არის ამა თუ იმ ქვეყნის მითითებაში, საქმე ეხება ერთად აქტიურ მუშაობას, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოებაა.
უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში", - განაცხადა ოლივიე კურტომ.
თაგები:
ოლივიე კურტო




