Logo

ომარ ფურცელაძე - გადაიწერა ჩვენმა მოსამართლემ გუშინდელი მოსამართლისგან გადაწყვეტილება, მადლობა, რომ სახელები შეცვალა და თერთმეტივე სწორად თქვა

სამართალი
328
Frontnews image description

გადაიწერა ჩვენმა მოსამართლემ გუშინდელი მოსამართლისგან გადაწყვეტილება. სასამართლოს რესურსი არ აქვს, რომ რამე დაასაბუთოს,  ისევე, როგორც აბსურდის ოპონირებაა შეუძლებელი, ასევე აბსურდის მტკიცებაც შეუძლებელია, - ამის შესახებ დაკავებული ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნინო გალუსტაშვილი არ არის ავტონომიური მოსამართლე.

"სასამართლოს რესურსი არ აქვს, რომ რამე დაასაბუთოს,  ისევე, როგორც აბსურდის ოპონირებაა შეუძლებელი, ასევე აბსურდის მტკიცებაც შეუძლებელია. ჯამი მარტივია, გადაიწერა ჩვენმა მოსამართლემ გუშინდელი მოსამართლისგან გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ copy-paste-ით გადატანილი გადაწყვეტილება წაიკითხა. მადლობა, რომ სახელები შეცვალა და თერთმეტივე სწორად თქვა, მხოლოდ ეს შეგვიძლია დავუფასოთ. ეს არ არის ავტონომიური სასამართლო, ის არ არის ავტონომიური მოსამართლე. რაც შეეხება დასაბუთებას, ვიდრე ის ჩაგვბარდება, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც უნდა ეწეროს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულზე, სასამართლოს ახსნა-განმარტება იქნება ძალიან დიდი სიცარიელე”, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

Advertisement