Logo

ომარ ტაკიძე - უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა სოფელში ადგილობრივებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი გარემო

რეგიონები
96
Frontnews image description

უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა იმ სოფელში, რომელიც ტურისტულადაც აქტუალურია და ამავდროულად, შინაარსობრივად და მდებარეობით არის ძალიან მიმზიდველი, ადგილობრივებს ჰქონდეთ სრულყოფილი, კეთილმოწყობილი გარემო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ომარ ტაკიძემ განაცხადა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ომარ ტაკიძის ინიციატივებს უკავშირდება ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით პროექტები, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება. ამ მიმართულებებზე მუშაობის გაგრძელების გარდა, მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათ განვითარებაზე ზრუნვას.

"ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით, ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა გვქონდა განხორციელებული, გვყავს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. მათი წინადადებებით ჩვენ ახალი წრეებიც დავამატეთ. ჩვენი მიზანია, ყველა სოფელში, მინიმუმ, მინი სპორტული მოედნები იყოს კეთილმოწყობილი", - განაცხადა ომარ ტაკიძემ.

Advertisement