"ომის დასრულების დროა" - ზელენსკიმ ტრამპისა და პუტინის შეხვედრისგან ძირითადი მოლოდინები დაასახელა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს შორის დღევანდელმა შეხვედრამ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის რეალური მშვიდობის შესაძლებლობა უნდა გახსნას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ის უკვე ელოდება სადაზვერვო ანგარიშებს რუსეთის ამჟამინდელი გეგმებისა და ალასკაში სამიტისთვის მზადების შესახებ.
"ფსონები მართლაც მაღალია, მთავარია, ამ შეხვედრამ გახსნას რეალური გზა ნამდვილი მშვიდობისკენ და ლიდერებს შორის სამმხრივ ფორმატში საუბრისთვის: უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსული მხარე. დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინას ამერიკის ძლიერი პოზიციის იმედი აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა მოსამზადებელი ხასიათისაა. ამერიკელი ლიდერის თქმით, წარუმატებელი შეხვედრის შანსი 25%-ია.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს