ომის ვეტერანი და მისი მრავალსულიანი ოჯახი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს, დაკავებულია რამდენიმე პირი


ავტორი
Front News საქართველო
ლავრენტი არდაზიანის ორ ნომერში ომის ვეტერანი და მისი მრავალსულიანი ოჯახი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს.
“ტვ პირველის”ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი, მათ ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებათ.
როგორც ირკვევა, მევახშისგან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებასაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა და უძრავი ქონება მოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის უფროსი ლაშა გიგაური თაღლითობის მსხვერპლი გახდა, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოსახლების უფლება არ აქვს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს