ონის მერი იაპონიის ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში იაპონიის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები. ყურადღება გამახვილდა რაჭაში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე და ბიზნესგარემოზე.
ონის მერიაში გამართულ შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე და GGP პროგრამის საგრანტო კონსულტანტი ნანაკო შიგემოტო ესწრებოდნენ.
თაგები:
სერგი ხიდეშელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს