
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, შეხვდა მეწარმეებს, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2022 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
სერგი ხიდეშელმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალა.
მეწარმეებმა მუნიციპალიტეტის მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, შპს “ჯეო ექსპერტის“ წარმომადგენელი, სამუშაოს ტექნიკური ზედამხედველი – ალექსანდრე ხიდეშელი და შპს “მშენებლობა, ექსპერტიზა, დიზაინის“ წარმომადგენელი, სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი ევგენი კერვალიშვილი.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს