ონის მერი – უკვე ადგილზე იმყოფება ვერტმფრენი და დაწყებულია მოქალაქეების ევაკუაცია


ავტორი
Front News საქართველო
ონის მერის სერგი ხიდეშელის ინფორმაციით, შოვიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
მისივე თქმით, დაღამებამდე მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა უნდა მოხერხდეს.
ამასთან, ხიდეშელის თქმით, სტიქიის შედეგად წაღებულია რამდენიმე კოტეჯი, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია იყვნენ თუ არა ამ კოტეჯებში მოქალაქეები.
“სავარაუდოდ, მაღალ მთებში მოხდა მდინარის დაგუბება, რამაც მეწყრული პროცესი გამოიწვია. სტიქია არის მასშტაბური. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების უსაფრთხოება და ამაზე ზრუნვა. უკვე ადგილზე იმყოფება ვერტმფრენი და დაწყებულია მოქალაქეების ევაკუაცია. ჩემი აზრით, მოვასწრებთ ამ პირობებში, დაბნელებამდე მოქალაქეების გამოყვანას უსაფრთხო ადგილზე. რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ვერ მოგახსენებთ. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფები. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდება მოქალაქეების დაბინავება, პირველ ეტაპზე, ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასტუმროში“, – განაცხადა ხიდეშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
თაგები:
რაჭა

ირაკლი ქარსელაძე – ხიდის დაზიანებული ბურჯისა და ამის შედეგად ჩაწოლილი მონაკვეთის შესწავლა უკვე დაწყებულია

ონის მუნიციპალიტეტის მერი სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ვლადიმერ ბოჟაძე – ირაკლი კობახიძეს უყვარს და სტკივა საქართველო, მისი მშობლიური კუთხე რაჭა და ტრაგედიის ადგილზე უკვე რამდენჯერმე იყო ჩასული