
ავტორი
Front News საქართველო
2022 წლის 8 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი თემატური საღამო: “შენ ხარ მოძღვარი, მოძღვართა შორის” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული უნიკალური ლიტერატერატურა, აგრეთვე გამომცემლობა პალიტრას მიერ გამოცემული საინტერესო წიგნების სერიალი „ქართველი მეფეები, პატრონნი და მსახურნი ერისანი“.
პოეტმა ანა ერისთავმა დამსწრე საზოგადოებას დავითობა მიულოცა, ისაუბრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხა ლექსები, როგორც ცნობილი მწერლების, ასევე საკუთარი შემოქმედებიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს