
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 26 ოქტომბერს შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკის “ოფთალმიჯის“ მაღალკავალიფციურმა ექიმმა სოფიო იმედაშვილმა სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად,
ონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია.
უფასო აქციის ფარგლებში, კონსულტაცია ეტაპობრივად ჩაუტარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ ჯამში 50-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მაღალკვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, რომელთა შორის, თოთხმეტ პაციენტს დაუდგინდა ოპერაციული მკურნალობის დიაგნოზი.
ოპერაციული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დროული და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს