
ავტორი
Front News საქართველო
15 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს შეხვდა.
“მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს ონის მუნიციპალიტეტის ჩამდინარე წყლებისა და წყალანირების სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შემუშავდა სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ეკოცენტრი სოსნა ერთობლივად ახორციელებენ.
დოკუმენტში ასახულია საქართველოში წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხედვა და შემოთავაზებულია წყალარინების სისტემის გამართვის გზები. აღნიშნული საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და გარემოს არ მიადგეს ზიანი ურბანულ ჩამდინარე წყლებში არსებული დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედებისაგან”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს