
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების” პროგრამის კოორდინატორს მაია მოსიშვილს და პროგრამის უფროს ოფიცერს გურანდა გოგიტიძეს შეხვდა.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პრინციპების შესახებ ისაუბრეს, რაც მოიცავს ქალისა და მამაკაცის თანაბარ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესსა თუ ეკონომიკურ საქმიანობაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, მერის მრჩეველი – თამარ ხომასურიძე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. მერის წარმომადგენლებს ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადაეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების სახელმძღვანელოები.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს