
ავტორი
Front News საქართველო
მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოქალაქეებთან შეხვედრას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებთან მერის შეხვედრა რეგულარულ ხასიათს ატარებს და მიზნად მოსახლეობის ყოფითი, სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რათა ადგილობრივების მიერ წამოჭრილი პრობლემატური საკითხები, შესაძლო მოკლე ვადაში მოგვარდეს. ხოლო, მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, კიდევ უფრო მეტად ამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენას და შესაბამისი პროცესის ეფექტურად მართვას.
“მიმდინარე წელს მოქალაქეების მხრიდან შემოსულია სხვადასხვა სახის განცხადებები, როგორიცაა სტატუსის მინიჭება, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე მოთხოვნები, რომლის ასახვაც მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ დოკუმენტში ხდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
სერგი ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს