
ავტორი
Front News საქართველო
14-18 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პოლონური გამოცდილების გაცნობა, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (კოჰეზიის) პოლიტიკის უახლესი მიდგომების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის სამინისტროს, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს