
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 4-დღიანი ვიზიტის და პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ესტონური გამოცდილების გაზიარება მოხდა, რომელიც რეგიონულ დონეზე ციფრული სერვისების დანერგვას უკავშირდება.
გაეროს ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, ესტონეთი მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, ხოლო ელექტრონული მმართველობის ინდექსით კი მესამე ადგილს იკავებს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტალინის მერიაში, ასევე, ელექტრონული მმართველობის აკადემიისა და ესტონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს