ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი 15 დეკემბერს, GIZ-ის პროექტის “მდგრადი ქალაქები საქართველოში” ფარგლებში გაფორმდა, რომელიც გერმანიის თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
შეთანხმებას ონის მერმა სერგი ხიდეშელმა, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და “მდგრადი ქალაქები საქართველოში“ პროგრამის დირექტორმა ანკა დერიხსმა მოაწერეს ხელი.
პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა კლიმატზე ორიენტირებული, ინოვაციური პროექტების შემუშავება ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვისა და საჯარო სივრცეების მიმართულებით. ამ ეტაპზე პროექტი პარტნიორობს ზუგდიდის, ონის და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან.
ონში პროექტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მუნიციპალური ენერგიის მართვის სისტემა და ენერგოეფექტურობა იქნება. ამ მიზნით უკვე დაწყებულია წინასწარი სამუშაოები, შეფასდა ქალაქის საჭიროებები და შესაძლებლობები.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა, ქალაქების როლი ევროინტეგრაციის გზაზე და ერთობლივი სამომავლო გეგმები.
თაგები:
ონი

ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

“საქართველოს ბანკსა” და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა