
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესრულება 2022 წლის განმავლობაში.
2023 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანად ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ შემოთავაზებული საპროექტო წინადადებების და რეკომენდაციების განხილვა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერს ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ 5 პროგრამა რეკომენდაციის სახით წარუდგინა.
“მნიშვნელოვანი იყო მერის მიმოხილვა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შექმნილია 2020 წლის დეკემბერში და მისი შემადგენლობა 10 წევრისგან შედგება.
საბჭოს მიზანია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და მსგავსი საკითხების განხორციელება. ასევე, განიხილოს მერიის მიერ მომზადებული სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტები და შეიმუშაოს რეკომენდაციები.
საბჭოს არსებობის განმავლობაში 10 -ზე მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღეს როგორც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ასევე, მერიის და GIZ -ის ერთობლივ პროექტში სადაც მათი მხრიდან 14 ინიციატივა წარედგინა საკონკურსო კომისიას, რომელთაგანაც 1 ბოლო ეტაპზე გადავიდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელ მანანა ჩაგელიშვილი”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს