
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში “ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან ერთად, გარემოსდაცვით ექსპერტებს – კახა ბახტაძესა და ლევან ზაზაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ექსპერტებმა, პროექტის მიზნები და შედეგები განიხილეს, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ასევე, საუბარი შეეხო ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდას ჩამდინარე წყლების მართვის ღონისძიებების დანერგვის საკითხში.
აღნიშნული პროექტის დაფინანსება ხორციელდება სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ხოლო პროექტს ახორციელებენ “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ და “SOSNA”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა გასვლითი შეხვედრები, რის შედეგადაც განისაზღვრება სამიზნე ჯგუფები, მოსახლეობა რომელიც მიიღებს “ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში უსაფრთხო სასმელ წყალს და გაუმჯობესდება სანიტარული და ჰიგიენური პირობები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის საასენიზაციო მანქანა გადმოეცემა, რომელიც გამოყენებული იქნება ჩამდინარე წყლების შეგროვებისთვის.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს