ონის მუნიციპალიტეტის მერიაში “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელს უმასპინძლეს


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელს მინდია ღლონტს უმასპინძლა.
აღნიშნულ შეხვედრას ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მართვაში გადასული სოფლის ექიმები და ექთნები ესწრებოდნენ, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელმა მინდია ღლონტმა, არსებული ვითარება შეაფასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. ასევე, ექიმებს გონივრული გრაფიკის შემუშავება სთხოვა.
შეხვედრის დასასრულს მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა მედიკოსებს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც პირნათლად ემსახურებიან.
სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანი სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” მართავს.
თაგები:
ონი

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს