
ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ქ. ონში აგრარული ბაზრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მხრიდან პრიორიტეტულ საკითხად დასახელებული დასაფინანსებელი პროექტები, რომელთა განხორციელება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, უახლოეს მომავალში დაიწყება.
შეხვედრის ფორმატში ასევე განიხილეს სოციალური პროგრამები, ონის მოსახლეობის საჭიროებები და მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი სხვა გამოწვევები.
“აუცილებელია, სწორი სტრატეგიით და ეფექტიანი ქმედითი ნაბიჯებით, ონის მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ და ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში დავიცვა რეგიონის მოსახლეობის ინტერესები, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით“, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს