
ავტორი
Front News საქართველო
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში იმყოფებოდა, სადაც მის კოლეგას, ამავე ქალაქის ვიცე-მერს შეხვდა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტი PMC კვლევით ცენტრთან ერთად, ახორციელებს პროექტს “ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნესკლასტერების შექმნის და ინვესტიციების მოზიდვის გზით“.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კერძო და საჯარო სექტორების თანამშროლობის მნიშვნელობაზე, კლასტერის როლზე მცირე, საშუალო და დიდი ზომის საწარმოების განვითარებაში და ბიზნესის როლზე მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში.
“აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც “ონის კვების მრეწველობის კლასტერის”, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისთვის. ვიზიტის ფარგლებში კლასტერის წევრებმა მიიღეს მრავალმხრივი ინფორმაცია, რომლის პრაქტიკაში დანერგვას ერთობლივად შევეცდებით”, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მერის პირველმა მოადგილემ გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კოლეგებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან, აგროტრანსილვანიის კლასტერის გენერალურ მენეჯერს და მის გუნდს.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს