ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ საჭიდაო დარბაზის მშენებლობა დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა ქალაქის ცენტრში არსებული ბეერ-შევას სახელობის სკვერში, საჭიდაო დარბაზის მშენებლობა დაათვალიერა.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჭიდაობის დარბაზი, გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემის, წყლისა და წყალარინების სისტემის და სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებთ.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “მტმ” ასრულებს.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება – 1 436 221 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ შენობაში, ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ ჭიდაობის სექცია განთავსდება, რომელშიც 70 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები.
თაგები:
ონი

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ “უფლებები საქართველოს” წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ავსტრიის ელჩს უმასპინძლა