
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი დახმარების ცენტრის “უფლებები საქართველოს” წარმომადგენელთან ანა ჯელაძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხადაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მოსახლეობას უფასოდ გაუწევს მომსახურებას.
პროექტის მიზანს წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში, ქალებს გაეწევათ უფასო სამართლებრივი კონსულტაციები, მოხდება ქალთა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა და გაძლიერება, წარიმართება მუშაობა საკანონმდებლო, პოლიტიკურ, პროგრამულ და საბიუჯეტო მექანიზმების გაუმჯობესებაზე, ჩატარდება კვლევები მოსახლეობის საჭიროებებსა და დამოკიდებულებებზე გენდერული თანასწორობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები,
მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა, სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენელს ანა ჯელაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება და წარმომადგენლებს დაავალა ადმინისტრაციულ ერთეულებში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს