
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მდგომარეობის საკითხი, კერძოდ, საავტომობილო გზებისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხს, დასრულების ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მეწარმეებს პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს